ანდრია ჯაღმაიძე: აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ექიმების განკითხვა საზოგადოებას კორონავირუსისგან ვერ დაიცავს.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მედპერსონალი დაუმსახურებლად არ უნდა გავანაწყენოთ.
„აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. ექიმების განკითხვა კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია, განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.