“რეპორტიორები საზღვრის გარეშე” ჩინეთს ფატალურ შეცდომებში ადანაშაულებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ჩინეთს სიტყვის თავისუფლების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებს, რამაც ფატალური შეცდომები გამოიწვია.

ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგს შეეხება.

“მედიის თითქმის ტოტალური კონტროლი, რომელიც პრესას ჯანმრთელობის დაცვას ცენზურის დამორჩილებას აიძულებს, მსოფლიომ კორონავირუსის პანდემიის კრიზისის დროს იგრძნო”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის რეიტინგში ეპიდემიის ცნობები მოხვედრილი არ არის, ჩინეთი ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს – 177. მედიის თავისუფლების მხრივ, ჩინეთზე უარესი მდგომარეობაა ერიტრეაში, თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაშია.

გერმანიამ რეიტინგში პოზიციები გააუმჯობესა და მე-13 ადგილიდან მე-11-ზე გადაინაცვლა. აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ გასულ წელს გერმანიაში მემარჯვენე რადიკალური დემონსტრაციების ნაკლებობა იყო, რომელსაც ხშირად ჟურნალისტებზე თავდასხმები მოჰყვება.

რუსეთი რეიტინგში ერთი პუნქტით ჩამოქვეითდა და 149 ადგილზე გადაინაცვლა, რაც უკავშირდება საერთაშორისო მედიაკომპანიების დევნასა და Telegram-ის მესენჯერის აკრძალვის მცდელობას.

ერთი პოზიციით გაუარესდა ვითარება უკრაინაშიც, ის 102 ადგილს იკავებს. ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც, ასევე, ჟურნალისტების მუშაობაა გართულებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები