ივანე მაჭავარიანი: სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ
“სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ეს შეფასება „იმედის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია, მეტი დავკარგოთ.
„ოდნავ მაინც წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება, ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჩვენ ჯობს, ჩვენ საქმეს მივხედოთ, მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ესაა ჩვენთვის მთავარი მიზანი”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.