საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 16:53 საათზე დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიდიდემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.