თენგიზ ცერცვაძე: ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, მთელი მონაპოვარი, რაც გვაქვს, შეიძლება, ერთ კვირაში ჩავყაროთ წყალში
“ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმიტომ, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებთ და დავუშვებთ იმ სცენარს, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ხდება, მთელი მონაპოვარი, რაც გვაქვს, შეიძლება, ერთ კვირაში ჩავყაროთ წყალში”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მისი თქმით, დღეს ეპიდემიის განვითარების სცენარი თითოეული მოქალაქის ხელშია.
“გაგრძელდება შემთხვევების მატება, ვინაიდან შიდა გავრცელება იყო. ეს არ იყო დაკავშირებული მარტო ეკლესიურ დღესასწაულებთან. შიდა გავრცელება შიდა გავრცელებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ იცის, მის გვერდით მყოფს აქვს, თუ არა ინფექცია და შეიძლება, დაინფიცირდეს. მაგრამ ახლა უფრო იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა და არა – რამდენიმე ასეული, ან ათასეული, როგორც ეს სხვაგან ხდება.
ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება იმიტომ, რომ თუ ყურადღებას მოვადუნებთ და დავუშვებთ იმ სცენარს, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ხდება, მთელი მონაპოვარი, რაც გვაქვს, შეიძლება, ერთ კვირაში ჩავყაროთ წყალში. შეიძლება, 1 კვირაში ან 10 დღეში ზუსტად იგივე სცენარი გათამაშდეს, რაც სხვა ქვეყნებში თამაშდება. დღეს ეპიდემიის განვითარების სცენარი თითოეული მოქალაქის ხელშია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.