კანადაში, ქუჩაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა – სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუპული

კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ პორტაპიკში 51 წლის გაბრიელ უორტმანმა ქუჩაში, ქალაქიდან 50 კმ დაშორებით მდებარე დასახლებულ პუნქტებში ცეცხლი გახსნა.

CBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანია დაღუპული, მათ შორის თავად თავდამსხმელია. მისი ლიკვიდირება სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის შედეგად ქალაქ ენფილდთან შეძლეს.

პოლიციის ვერსიით, გაბრიელ უორტმანს თანამზრახველები არ ჰყავდა, მისი მსხვერპლი შემთხვევითი გამვლელები იყვნენ.

მამაკაცი დარტმუნტში, გალიფაქსა და პორტაპიკში სტომატოლოგად მუშაობდა, ძალიან შეძლებულად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, პორტაპიკში მას ძალიან კარგი, დიდი სახლი ჰქონდა. მას, ასევე, სხვა უძრავი ქონება და სტომატოლოგიური კლინიკაც გააჩნდა.

დანაშაულის ჩადენის დღეს ის კანადის ფედერალური პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული და პოლიციის მსგავს მანქანას მართავდა.

მომხდარის მოტივი დგინდება.

გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა მამაკაცის ქმედება კორონავრუსთან დაკავშირებით შემოღებულ კარანტინს. ცნობილია, რომ, შეზღუდვის გამო, ის არ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები