“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსის დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, რომლებსაც COVID19 წუხელ, მათ კლინიკაში დაუდასტურდათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანის დაინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

“ამ ეტაპზე კლინიკაში, სტაციონარში 38 პაციენტია, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უმეტესობასთან მსუბუქი მდგომარეობაა. დღეისთვის, ლაბორატორიისთვის ვიღებთ 30 სინჯს. წუხელ კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ორივე დადასტურებული შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი პაციენტის კლასტერი ჩვენთვის უცნობია, ერთი არის ბოლნისის კლასტერიდან. საშუალო ასაკის ქალბატონები არიან. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კრიტიკული არ არის”,- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები