მეუფე იოანე: სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, იმ დღეს მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ

“21 აპრილს, სამშაბათს ტაძარში დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მათ მივულოცავთ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”,- ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.

“რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მათ მივულოცავთ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები