“სოკარი”: საქართველოს მასშტაბით, სასწრაფოს ექიმებსა და პატრულს, “ვეი მარტის” მარკეტებში უფასო ყავით გაუმასპინძლდება
“მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ექიმებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს, “ვეი მარტის” მარკეტების ქსელში უფასო ყავით გაუმასპინძლდებიან”,-ამის შესახებ ინფორმაცია “სოკარის” ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზეა გამოქვეყნებული.
“დღეს, როდესაც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ვცდილობთ მცირე წვლილის შეტანას. სახლში დარჩენით, საერთო საქმეში მცირე წვლილი ჩვენც შეგვაქვს, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც დღეს შინ ყოფნის ფუფუნება არ აქვს.
ვფიქრობ ურიგო არ იქნება, მათ მიმართ მადლიერება თუნდაც მცირედით გამოვხატოთ”,-აღნიშნულია “სოკარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.