აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1340-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 1340 შემთხვევაა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გარდა ამისა, გასულ 24 საათში 68 პაციენტი განიკურნა, ჯამურად, 528 გამოჯანმრთელდა.

რესპუბლიკაში ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებიდან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, 35-სა კი – საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები