ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ინიციატივით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.
190 ბენეფიციარს საღდგომო პასკა და კვერცხი ყოველდღიურ საკვებთან ერთად დაურიგდა, მათ შორის, 90 ხანდაზმულს მერიის მოხალისეებმა ნობათი ბინაზე მიაწოდეს.
მოხალისეებმა საკუთარი სახსრებით ბენეფიციარებს ტკბილეულიც შეუძინეს. აგრეთვე, მათ საკუთარი პროდუქცია ახალციხის მუნიცილალიტეტის სოფელ მუსხში არსებულმა კარტოფილი ფრის საწარმო „ფრეკომ“ გადასცა.
სააღდგომო საჩუქრის მომზადებისა და დარიგების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძემ გაეცნო.