ზაალ მიქელაძე: ბათუმში 7 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან 5 მედპერსონალია
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ბათუმში 7 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან 5 სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია.
„აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა, მათ შორის 2 საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ისინი არიან იმ ოჯახებიდან, რომლებზეც მიდიოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. 5 არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი.
აქვე გეტყვით, რომ მათივე თხოვნით არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელსა და დაწესებულებას, საიდანაც ისინი არიან. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვ მოქალაქეებს, ეს მიუთითებს, რომ რესურსები, რომლებიც გამოყენებულია ამ დაავადების მართვაში, რაღაც პერიოდის შემდეგ მათში იგრძნობა გადაღლაც და ამიტომ გთხოვთ, რომ დარჩეთ სახლში!“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.