აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1283-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1283-მდე გაიზარდა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გარდა ამისა, გასულ 24 საათში ვირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 15 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 460 პირმა შეძლო.

ამასთან, ბრიფინგზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ გაჯიევმა განაცხადა, რომ საკარანტინო რეჟიმის გაუქმება ავტომატურ რეჟიმში ვერ მოხდება და რომ ცხოვრების ნორმალური რეჟიმზე გადასვლა ასე უცებ ვერ მოხდება.

მისი თქმით, პანდემიის დასრულებამდე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები