ლარი მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1361 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1334 ღირდა.
0.0062 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4111 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4173 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები