WHO: ევროპაში უახლოესი კვირები კრიტიკული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ევროპამ, სადაც ვირუსით თითქმის მილიონი ადამიანია ინფიცირებული, შეზღუდვების შესუსტების ნაწილში ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

“ევროპაში დაავადების რაოდენობა იზრდება. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში დაავადებით რეგისტრირებულმა შემთხვევები თითქმის გაორმაგდა და 1 მილიონს მიუახლოვდა”, – განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზაციის ევროპის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ტვირთის 50% ევროპაზე მოდის, სადაც COVID-19-ს 84 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

“ევროპის რეგიონის თავზე პანდემიის ღრუბლები კვლავ შენარჩუნებულია”, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვების შესუსტებაზე ფიქრობს, რაც სკოლების გახსნასა და ზოგიერთი საწარმოს გახსნას ითვალისწინებს, ძალზე მნიშვნელოვანია, გათავისებული იყოს ასეთი ნაბიჯის სირთულე.

კლიუგეს თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეზღუდვების შესუსტებისკენ იქნება მიმართული, უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე საკვანძო ფაქტორს – ის, რომ გავრცელება კონტროლდება, აფეთქების რისკი მინიმალურია, ასევე, ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს, დატესტოს ადამიანები და სხვა.

“ქარიშხლის ეპიცენტრში ვართ. თუ ამ კრიტერიუმების უზრუნველყოფა არ შეგიძლიათ, შესუსტების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოგიწოდებთ. ნორმალურ ცხოვრებაზე სწრაფი დაბრუნება არ შეიძლება, იყოს”, – აღნიშნა კლიუგემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები