გიორგი ვოლსკი: ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დამყარდება მეცნიერების რეკომენდაციებზე და, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები იქნება ოპტიმალური და პრაგმატული

„ჩვენ ვგეგმავთ 22-23 აპრილს ჩავატაროთ სხდომები, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ PosTv- ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი მთლიანად დამყარებული იქნება მეცნიერების რეკომენდაციებზე, რომელთა მიზანი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება ოპტიმალური, პრაგმატული და მოვუწოდებ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სიღრმისეულად გაანალიზონ არსებული მდგომარეობა. ექიმები, რომლებიც ამ დასკვნებს აკეთებენ, სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების მატარებლები არიან. არ შეიძლება, რომ ჩვენი თავდადებული ექიმების დიდ არმიას მხოლოდ ერთი პოლიტიკური მოსაზრები ჰქონდეს და ამაზე აგებდეს თავის დასკვნებს. სხვათა შორის, უნდათ, რომ ეს ასე წარმოაჩინონ. კონკრეტული ადამიანები ემსახურებიან იმას, რომ მოხდეს ეკლესიის, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისა და მთავრობის დისკრედიტაცია. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხედეთ სამშობლოს, ქვეყანას, ეკლესიას და გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე – ეს არის ამოცანა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები