როგორ შეძლო გახარიამ და გახადა ხილული- უხილავი საფრთხე

მას შემდეგ, რაც მრევლს საპატრიარქომ ეკლესიაში შეკრებისა და ლოცვისკენ მოუწოდა, საზოგადოების მხრიდან განსჯის საგანი გახდა ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საზოგადოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილი აკრიტიკებს ეკლესიის ამ ნაბიჯს და ფიქრობენ, რომ სანამ კიდევ შესაძლებელია, რომ ეკლესიამ მოუწოდოს ხალხს და სანამ კიდევ მაღალი ნდობით სარგებლობს ეკლესია საზოგადოებაში, უნდა მოუწოდოს მათ, რომ დარჩნენ სახლში.

რეალურად, საპატრიარქოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი აზრი შეცვალა. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მანამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრობდა, დღეს ისინი შეზღუდვებისა და კანონის გამკაცრებაზე საუბრობენ. ეს ყველაფერი კი ისე მოახერხა პრემიერმინისტრმა, რომ ის არ დაუპირისპირდა ეკლესიას და ხალხმა თავად დაინახა საფრთხე.

წყარო გვიყვება, რომ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში სტუმრობისას სასულიერო პირებს აფრთხილებდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ისინი საზოგადოების მხრიდან უზღვავ კრიტიკას მიიღებდნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს. გიორგი გახარიამ კი ამ ნაბიჯით საზოგადოებრივი აზრი შეცვალა და საპატრიარქოს დაუტოვა საშუალება, თავად ეთქვათ მორწმუნე საზოგადოებისთვის, დამორჩილებოდნენ კანონს და დარჩენილიყვნენ სახლში.

გუშინ თუ საპატრიარქო ფეხთბანის რიტუალის შესრულებაზე საუბრობდა და ამის გაუქმებას არ აპირებდა, დღეს, მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში რიტუალი არ შესრულდა.

ახლა ერთადერთი გამოსავალი, რაც საპატრიარქოს დარჩა, არის ის, რომ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები