ბაღდათში სამოცდაათ წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამოცდაათ წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ. 220-მა ხანდაზმულმა სადღესასწაულოდ საკვები პროდუქტები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოციალური კამპანიის „ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მიიღო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე, მუნიციპალიტეტში მომუშავე ინდივიდურმა მეწარმეებმა მიიღეს.

“ამ ეტაპისთვის, 26 500 ლარია დარიცხული. მოხალისეებმა თანხის ნაწილით 250 მარტოხელა სოციალურად დაუცველ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სურსათით მარტის თვეშიც დაურიგეს. “ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ – ასე ჰქვია ფონდს, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 266 შემომწირველი ჰყავს.
საქველმოქმედო ფონდი ძირითადად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით, ასევე, ბაღდათელი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. მოხალისეებს პირბადეებით, ხელთათმანებითა და ანტისეპტიკური საშუალებებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს, ასევე, მუნიციპალიტეტი დახმარებას მოხალისეებს ტრანსპორტირებაშიც უწევს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები