საქართველოში აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგა

საქართველოში აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების ფარგლებში,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის 150 ოჯახს საკვები პროდუქტები საჩუქრად გადასცა.

ჰუმანიტარული დახმარება მისამართებზე დასარიგებლად ბოლნისის მერიას გადაეცა.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები