თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. მორიგი სოციალური აქციის ფარგლებში, კომპანიამ “ჯორჯიან მინერალ ვოთერი” თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საკარანტინო სივრცეებში დასარიგებლად 1 300 ბოთლი მინერალური წყალი – “ყვარელი ვეძა” გადასცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“ასევე, სოფელ აკურის მკვიდრის, ლია ბაზიერაშვილის ინიციატივით, სოფელში ხუთი დღის განმავლობაში 40-მდე ოჯახის შემოწირულობებით 3 100 ლარი შეგროვდა. სოციალური აქციის ინიციატორებმა არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების 30 კალათი მოამზადეს და შეჭირვებულ მოსახლეობას გადასცეს. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანიას “ჯორჯიან მინერალ ვოთერსა” და საქველმოქმედო აქციის მონაწილეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.