თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ადგილობრივი საწარმოები მოინახულა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა, მერის მოადგილე მერაბ სირაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, არჩილ ქოჩიაშვილმა COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი საწარმოები დაათვალიერეს, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს ადგილზე გაეცნენ.
“ამ ეტაპზე, თერჯოლაში 3 საწარმო ფუნქციონირებს: საკონსერვო ქარხანა შპს “ედენა”, პურის საცხობები – შპს “მადლიანი” და შპს “განთიადი”. საკონსერვო ქარხანა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ადგილზე გამკაცრებულია შიდა რეგულაციები და გათვალისწინებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია. ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობენ პურის საცხობებიც. აქვე აღვნიშნავ, რომ მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება. პროდუქციის პროდუქტიულობა სრულიად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები