გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისა და კონსტრუქციებისგან გათავისუფლდა
გორის მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას.
აღნიშნული ობიექტები, გარდა იმისა, რომ აუშნოებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული, დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.
გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია.