მირზაანში კვირაცხოვლობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალომ პირბადეების დამზადება დაიწყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. პროექტს NPRD -ის პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში ,,LAGI-დედოფლისწყარო“ აფინანსებს. მირზაანის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას. მერია, თავის მხრივ, პირბადეებს უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულეს.
იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. დღიურად, 500 მდე პირბადის დამზადება ხდება სახელოსნოში. მონასტრის მსახურების გარდა, პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლია ჩართული.