საავიაციო ნავთის იმპორტი 26 %-ით შემცირდა

COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებას საავიაციო ნავთის იმპორტზეც აისახა. 2020 წლის მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია 6,0 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, ეს 14,3%-ით ნაკლებია თებერვალთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი ვარდნა 26%-ია.

მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის 81,7% (4,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, ხოლო 18,3% (1,1 ათასი ტონა) – თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 18,5 ათასი ტონა, რაც 3,2 ათასი ტონით ანუ 14,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (21,7 ათასი ტონა) შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები