კახეთში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებთან კონტროლი გამკაცრდება
“კახეთში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებთან კონტროლი გამკაცრდება”, – ამის შესახებ მედიასთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, აუცილებელია, დღესასწაულის დღეებში მოსახლეობამ ეკლესიებში წასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავოს.
“ეკლესიებთან, სადაც მაინც შეიკრიბება და მივა ხალხი, კონტროლი გამკაცრდება, როგორც შევძლებთ. ჩემი მოწოდებაა, როგორც ექიმის და უბრალო ადამიანის, დარჩით სახლში, თქვენი ეკლესიაში წასვლით არ წყდება თქვენი მრწამსი, ნუ გამოსცდით ღმერთს, დარჩით სახლში”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში კოვიდ 19 -ის ლაბორატორიულად დადასტირებული შემთხვევა არ ფიქსირდება.