“ოპოზიციის არაერთი უსუსური მცდელობის მიუხედავად, მთავრობა, ჩვენი სახელმწიფო ხალხთან ერთად აუცილებლად გამოვა გამარჯვებული”

“ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები”  – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე – ერთი, უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან.

„მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც ჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში  დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს. უპრეცედენტო შეიძლება მათთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმისა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები