კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიმუშები საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აიღეს.
“საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე –  საკარანტინე ზონებიდან. 15 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 20 ნიმუში, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება. რეგიონში ამ დროისთვის 9 საკარანტინე ლოკაციაზე 435 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე რჩება. დღეის მდგომარეობით, კახეთში კოვიდ 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 74 და გარდაიცვალა 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5000 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 494 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები