ირაკლი ხახუბიამ ფოთში 400-მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადასცა
საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომო სასურსათო კალათა გადაეცა. სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა, 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე, 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგებმა.
„ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამ რთულ პროცესში სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთში ასობით ადამიანს მივაწოდეთ სასურსათო კალათა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მთავარი ახლა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა – გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
საქართველოს პარლამენტი წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.