რომან კაკულია: რესურსების დაზოგვა და მიზანმიმართული, სწორი გადაწყვეტილებები არის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია, რომელსაც დროულად განვახორციელებთ
„რადგანაც ის კონკრეტული ბიზნესმიმართულებები არ სახელდება, რომლებიც განსაკუთრებული მხარდაჭერის ობიექტები უნდა გახდნენ, ეს სტრატეგიის არარსებობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ ეს არის ჩვენი სტარტეგია, რომ ასეთი დაკონკრეტება გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მაქსიმალურად ეფექტიანი იქნება”, – აღნიშნულის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ არ გაირკვევა, თუ როგორია დღეს მსოფილოში ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდების გლობალური ჯაჭვის პროცესში მთავარი როლის მოთამაშე ქვეყნები როგორ გააგრძელებენ ამ ვირუსის ფონზე მოღვაწეობას და ისეთ სპეციფიკურ სექტორებში, როგორიცაა მომსახურება და ვაჭრობა ასევე, საერთაშორისო რა ტენდენციები გამოიკვეთება – შეუძლებელია, ზუსტად ჩამოყალიბდე რომელი კომპანიები, რომელი ბიზნესები საჭიროებენ, პირველ ყოვლისა, მხარდაჭერას.
„სწორედ, აი, აქ ყველაზე სწორი მომენტის დანახვა, მანამდე რესურსების დაზოგვა და შემდეგ მიზანმიმართული სწორი გადაწყვეტილებები არის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია, რომელსაც დროულად, ასე განვახორციელებთ”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.