ზაზა კევლიშვილი: ამ ფაშისტური პოსტის ავტორი დათო კეზერაშვილის მიერ შექმნილ ტელეკომპანიაში მუშაობს
“შშმ პირი, მორწმუნე, უმცირესობა – მათი მხრიდან მაშინ იმსახურებს თანადგომას, თუკი მათიანია, პრინციპში, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ესაა მიშიზმი სხვა არაფერი”, – ამის შესახებ მუსიკოსი, ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კევლიშვილი ტელეკომპანია ,,ფორმულას“ თანამშრომელს ფაშისტური პოსტის ავტორს უწოდებს.
,,ამ ფაშისტური პოსტის ავტორი ბიჭი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დათო კეზერაშვილის მიერ შექმნილ თავისუფლების შუქურა – ტელეკომპანია “ფორმულაზე” მუშაობს. აი, იმ გადაცემაში, თანამედროვე ჩე გევერას – მიშა მშვილდაძეს რომ მიჰყავს, მგონი სცენარისტიცაა. ეს იმ ახალგაზრდების ჯგუფის წევრია საქართველო რომ უნდა იხსნან, ყველას უფლებებს რომ იცავენ, ოღონდ 2012 წლიდან, რასაკვირველია – აი, მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ტენდერები მიშას მადიდებელ კლიპებზე შეუწყდათ, მაგის მერე რომ აღმოაჩინეს ქვეყანაში პრობლემები. ანუ რაში მდგომარეობს მათი იდეოლოგია – ისინი დაიცავენ ყველას უფლებებს, ოღონდ ეს ყველა მათიანი უნდა იყოს. შშმ პირი, მორწმუნე, უმცირესობა – მათი მხრიდან მხოლოდ მაშინ იმსახურებს თანადგომასა და მხარდაჭერას, თუკი მათიანია, თორემ ისე თავისუფლად შეუძლიათ, დისკრიმინაციული ლექსიკით დასცინონ ადამიანს.
თავისუფლება და თანასწორობა უნდათ, პროსტა თავისიანებისთვის, პრინციპში რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. მიშა უნდათ, რა, ესაა მიშიზმი, სხვა კი არაფერი”, – წერს ზაზა კევლიშვილი.