ფულადი გზავნილების მოცულობა 9 %-ით შემცირდა

2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან 2.4%-ით, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან 28.3%-ითაა შემცირებული.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები