მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსის სიმპტომებით 6 პაციენტია მოთავსებული

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ექვსი ახალი პაციენტი შეიყვანეს,  – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის ხელმძღვანელმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ექვსივეს ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

„ამ ეტაპზე, ექვსი პაციენტი გვყავს. ველოდებით ლუგარუიდან წარმომადგენლებს, რომ მასალა ავიღოთ. პასუხები კი, სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გვეცოდინება”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში 5034 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 463 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები