ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხას მახლობლად ხანძარი გაჩნდა

ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხას მახლობლად, ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
„ბალახი იყო დამწვარი, ამ წუთებში უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები, შესაბაამისად მიწის რა ფართობი დაიწვა ჯერ უცნობია“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები