შოთა რეხვიაშვილი: ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში

“რუსთავი მზად იყო ამ ყველაფრისთვის და მისი ერთად განხორციელება არ გაგვიჭირდება”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავში საკუთარი, ინდივიდური ტრანსპორტის გარდა არაფერი გადაადგილდება. მუნიციპალური ტრანსპორტი დიდი ხანია, არ მუშაობს და, ზოგადად, სოციალური დისტანცირება და მოწოდება – “დარჩით სახლში” დიდი ხანია, აქტუალურია.

კორონავირუსის ინფექციის დადასტურების დღიდან, მეთოდოლოგიურად ვზღუდავთ, ვაწესებთ გარკვეულ შეზღუდვებს მხარეშიც და მთელს ქვეყანაში. აუცილებელი იყო ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომ ეს შეზღუდვები, ქალაქთან დაკავშირებით, ძნელად განხორციელდეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება არის პირველ რიგში გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ვაფიქსირებ, რომ ის გადაუდებელი და სასიცოცხლო სამსახურები რაც ეხება ჯანდაცვას, წყლით მომარაგებას, ელექტროენერგიით მომარაგებას და ასევე, ის რაც არის სტრატეგიული დანიშნულების, არ იქნება ამ შეზღუდვებში მოქცეული და ჩვენ ამ ადამიანებთან მუდმივად კომუნიკაციაში ვართ და ვიქნებით”, –  განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ​საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქალაქებს შორის მობილურობის შესამცირებლად ოთხ დიდ ქალაქში ტრანსპორტით შესვლა-გასვლა 10 დღით იკრძალება.

“ხვალიდან, 15 აპრილიდან 10 დღით საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტით შესვლა-გასვლა იკრძალება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქებს შორის მობილურობა შემცირდეს”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები