აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1197- მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში ერთ დღეში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 1197 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ქვეყანაში ვირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 351 პირი განიკურნა.
ახალი შემთხვევებიდან 24 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.