წყალმომარაგების კომპანიამ დუშეთში ტაბიძის ქუჩის წყალარინების სისტემის მოწყობა დაასრულა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში, უსაფრთხოების წესის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამჯერად, კომპანიამ დუშეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
შედეგად, ათეულობით ოჯახი უკვე სარგებლობს გამართული საკანალიზაციო ქსელით.
“აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ არსებობდა ცენტრალური წყალარინების სისტემა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა.
სამუშაოების ფარგლებში, რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ცენტრალური ქსელი გაკეთდა, ამორტიზებული სისტემები ახლით ჩანაცვლდა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.