ე.წ. სამხრეთ ოსეთში საკვები პროდუქტების დეფიციტია
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დეფიციტია. თუმცა, როგორც დე ფაქტო “პრეზიდენტმა”, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, უახლოეს ორ დღეში დეფიციტის აღმოფხვრა მოხდება.
მისი თქმით, ამგვარი ვითარება უკავშირდება რუსეთ – ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას.
ე.წ. მთავრობის მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, კარანტინის პერიოდში ე.წ რესპუბლიკაში საკვებ პროდუქტებს მხოლოდ რამდენიმე მეწარმე შეიტანს ე.წ. მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
ბიბილოვის თქმით, სატვირთოების მძღოლები რეისის დროს კაბინაში უნდა რჩებოდნენ, “რესპუბლიკაში” საკვების ჩატანის შემდეგ კი – ორკვირიანი კარანტინი გაიარონ”.
ამჟამად, 11 მეწარმის ვინაობაა ცნობილი, რომელიც მზადაა, ე.წ. რესპუბლიკა საკვები პროდუქტით მოამარაგოს.