შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ზღვის წყლით გავრცელდეს – ინფექციონისტის განმარტება
შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ზღვის წყლით გავრცელდეს, – ამ საკითხის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ განმარტება ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა, წყლით გადაცემაზე არ არის ლაპარაკი, როდესაც აუზებსა და ზღვაზე ვსაუბრობთ, აქ ადამიანების ერთად თავშეყრის გამო გადაცემის რისკზეა საუბარი და არა ის, რომ, ვთქვათ, წყლისგან გადავა ვირუსი.
აუზსა და ზღვის ნაპირზე ადამიანების ერთად შეკრების რისკი იქმნება, ამდენად არის საშიშროება და არა იმიტომ, რომ წყალს გადაყლაპავს ადამიანი და ამით შევა ვირუსი ორგანიზმში“, – განმარტა ინფექციონისტმა „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე