მკვლელობა ლაგოდეხში – შუახნის კაცი ძმისშვილმა ნაჯახით მოკლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ძმისშვილმა ნაჯახით მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.

ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.
“რეგიონული კვირა” მომხდარის დედატებს არკვევს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108 – ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები