პოლიცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს

პოლიცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარება.

“უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები სოფელ ხიდისყურში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები”, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები