SOCAR-ი საქართველოს გავლით ბელორუსს მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის

ბელორუსული კონცერნის, “ბელნეფტეხიმის” ინფორმაციით, მიმდინარე წელს SOCAR-ი ბელორუსს საქართველოს პორტების მეშვეობით მილიონ ტონამდე ნავთობს მიაწვდის.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 12 აპრილს ოდესის პორტში ბელორუსისთვის განკუთვნილი ნავთობით დატვირთული ტანკერი შევიდა. “ბელნეფტხიმის” პრესსპიკერის ინფორმაციით, ნავთობი მილსადენის საშუალებით ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რამდენიმე დღეში გადაიტვირთება.

საქართველოს სუფსის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის პირველი პარტია SOCAR-მა ბელორუსში 5-6 მარტს გააგზავნა. აღნიშნული ტვირთის მოცულობა 90 ათას ტონას შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები