აშშ-ის საელჩო საქართველოში: მოხარულნი ვართ, რომ ქართველებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ, გააგრძელონ შემოქმედება, როდესაც საქმე მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება

“მოხარულნი ვართ, რომ ქართველებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ, გააგრძელონ შემოქმედება, როდესაც საქმე მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქპატენტი USAID/Georgia-ს პროექტის, e-Governance-ის დახმარებით შეუფერხებლად მუშაობს.

“ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანებს არ შეუწყვიტავთ გამოგონება. მოხარულნი ვართ, რომ ქართველებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ, გააგრძელონ შემოქმედება, როდესაც საქმე მათ ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება.
USAID/Georgia-ს პროექტის, e-Governance-ის დახმარებით, საქპატენტი • Sakpatenti შეუფერხებლად მუშაობს. თანამედროვე ვებგვერდისა და მონაცემთა ბაზის მეშვეობით განცხადებები ივსება და მუშავდება ელექტრონულად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები