მამუკა მდინარაძე: მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს

“მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ და ეკონომიკამ იმუშაოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რეკომენდაციები შეასრულონ, რადგან კრიტიკულ ფაზაში შევდივართ.

„უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და შევუერთდები კოლეგების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს. ამიტომ, ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ, შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად, რათა ჩვენ უმოკლეს დროში, კრიტიკული ფაზის შემდეგ შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფერო გაიშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რიტმზე დაბრუნება ან მიახლოება მაინც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ, ასევე,  არსებულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქმიანობის შესახებ ისაუბრა და მათ აქტიურობისთვის ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები