ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ონლაინთათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოადგილე ასლან შაინიძესთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან ონლაინთათბირი გამართა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

თათბირზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოფლებში არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ვახტანგ ბერიძემ წარმომადგენლებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მაღალი რისკჯგუფების მქონე მოქალაქეებზე, შშმ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა დაავალა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეტაპისათვის 1700-მდე სხვადასხვა კატეგორიის საჭიროებისმქონე ოჯახზე გადაცემული იქნა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

“ყველა ის ოჯახი, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს და ჩვენი გვერდში დგომა იგრძნოს“, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები