ყაზახეთში კორონავირუსით 211 ექიმია ინფიცირებული
“ყაზახეთში კორონავირუსით 211 ექიმია ინფიცირებული, რაც დაავადებულთა საერთო რიცხვიდან 20,5% შეადგენს”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლიუდმილა ბიურაბეკოვამ.
მისი თქმით, ინფიცირებული ექიმები გამოვლენილია რესპუბლიკის 13 რეგიონში, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნურ-სულთანში, ალმა-ატაში, ჩრდილოეთ-ყაზახეთსა და ათირაუს ოლქებში.
ყაზახეთში კორონავირუსის 979 დადასტურებული შემთხვევაა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.