ირაკლი კოვზანაძე: საბიუჯეტო დახმარებები იქნება საკმარისი

„საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „საქმიან დილაში” ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

„პროცესში, როგორც იცით, ჩართულია სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KfW, AFD. ამ კუთხით, უახლოეს დღეებში პირველი განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. თავს შევიკავებ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან, ვინაიდან ეს მთავრობის პრეროგატივაა.

ფინანსური დახმარებებიდან ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ნაწილი – ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ბიზნესის მხარდაჭერა – რაზეც კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი იმუშავებს”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები