ლევან კობერიძე: მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავუჭერთ თუ არა მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადა.

„საგანგებო მდგომარეობას რაც შეეხება – ჩვენ, პირველ ყოვლისა, მთავრობისაგან მოვითხოვთ კონკრეტული გეგმების წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ, მათ შორის ეკონომიკასთან, მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერასთან, ჯანდაცვასთან მიმართებით. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავუჭიროთ თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.
პირველ ჯერზე უპირობოდ დავუჭირეთ მხარი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მოვითხოვეთ გეგმები, მაგრამ, სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ პასუხი, რომ, ჯერჯერობით, ვერ იქნებოდა ეს გეგმები და უახლოეს პერიოდში წარმოადგენდნენ. ამიტომ, ჩვენ მაშინ მხარი უპირობოდ მაინც დავუჭირეთ. რაც შეეხება ახლა გაგრძელებას – თუკი ასეთი წინადადებით შემოვა მთავრობა, ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავუჭერთ, თუ არა მხარს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები