სოფელ დვაბზუში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში გაჩენილი ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლი 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები