ბექა ნაცვლიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დავუჭერ, თუ დასაბუთებულად მოვისმენ, რომ ამის ერთადერთი აუცილებლობა ვირუსის გავრცელების პრევენციაა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერეს, თუ დასაბუთებულად მოისმენს, რომ ამის ერთადერთი აუცილებლობა ვირუსის გავრცელების პრევენციაა.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, თუ ვირუსის მასშტაბური გავრცელება მოხდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
„ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომაროება ემსახურება, ვირუსის გავრცელების პრევენციაა. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე რეკომენდაცია, პირველ ყოვლისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გასცეს, რომელიც ზედამხევდელობს ამ პროცესს.
ეს არის დღესდღეობით ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც შეიძლება, ვირუსის გავრცელების პრევენცია უზრუნველყოს. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებეობს. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, სხვა მექანიზმებით, არაშეზღდვებით, ნებაყოფლობით, რომ ადამიანმა თავად დაიცვას სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს ასე კარგად ვერ ხერხდება, არ ხერხდება. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე საგანგებო ვითარება.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არის დარგები, რომლებიც ახლა გაჩერებულია, ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს, ვერ მუშაობენ. ეს სამუშო მყისიერად კი არ უნდა აღდგეს, სახელმწიფომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ფულადი დახმარებით, რომ, სულ ცოტა, საარსებო მინიმუმით იყვნენ უზურნველყოფილები.
ამიტომ, მე მხარს დავუჭერდი, დასაბუთებულად თუ მოვისმენდი, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ერთადერთი აუცილებლობა არის ის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. სხვა შემთხვევაში, თუ ვირუსის მასშტაბური გავრცელება იქნება, ამას ვერ გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ეს გამორიცხულია.
მე რატომაც დავუჭირე თავის დროზე საგანგებო ვითარებას მხარი, იყო ის, რომ გავრცელების პრევენცია მომხდარიყო. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა ბექა ნაცვილიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე