შემცირებული ექსპორტი და იმპორტი – საქართველოს სავაჭრო მონაცემები გაუარესდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ მარტში ექსპორტი 71.5 მილიონი დოლარით (22 %) შემცირდა,ხოლო იმპორტი გასული წლის მარტთან შედარებით 100 მილიონით, ანუ 13.24%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები